იოსელიანი: ვფიქრობ, ყველაზე დიდ კრიზისში იმყოფება ბოკერია

ჩემი აზრით, თვითონ ბოკერია და მისი პარტია იმყოფება ყველაზე დიდ კრიზისში. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა მისი გეგმები, პუნქტები და საერთოდ, ვის რას მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, მას აინტერესებს, როდის დაიწყება პარლამენტში მუშაობა რეალურ პრობლემებზე.

„მე მაინტერესებს პარლამენტში როდის დავიწყებთ ხალხის პრობლემებზე და რეალურ პრობლემებზე საუბარს. იმაზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, იმაზე, რისთვისაც ჩვენ ვართ პარლამენტში. მარტო პოლიტიკური თემები, მარტო ერთი პარტიის დამოკიდებულება მეორესთან და შემდეგ ეს გადაძახილ-გადმოძახილები ამ ხალხს კიდევ უფრო მიაქანებს სიღარიბისკენ, უპერპექტივობისკენ, ეს არის რაშიც ვცხოვრობთ. მე ეს მადარდებს, მაწუხებს და შესაბამისად, სხვა რაღაცები არ მაინტერესებს.

ზოგადად, ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბოიკოტისტების და ბოიკოტის მიმართ, რადგან მიმაჩნია, რომ ვინც ბოიკოტშია, იმან უარი უნდა თქვას იმ პრივილეგიებზე, რითაც სარგებლობენ პარლამენტში. კეთილი ინებონ და გადმოსხდნენ მანქანებიდან, ნუ აიღებენ ხელფასებს და შემდეგ წავიდნენ ბოიკოტში, ეგ იქნება სწორი. ხალხის ფულს ნუ დახარჯავენ საკუთარი ბოიკოტის გასამყარებლად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია, გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენას მსოფლიოში ახალი შეზღუდვები მოჰყვა – ქვეყნები ავიამიმოსვლას კრძალავენ