კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენას მსოფლიოში ახალი შეზღუდვები მოჰყვა – ქვეყნები ავიამიმოსვლას კრძალავენ

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენასთან ერთად მსოფლიოში მგზავრობის შეზღუდვები ამოქმედდა – შტამი, რომელიც აღრიცხეს სახელით – „B.1.1.529“, სამხრეთ აფრიკაში,ჰონგ -კონგში, ბოტსვანასა და ისრაელში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ავიამიმოსვლა შეზღუდა სამხრეთ აფრიკასთან, ნამიბიასთან, ზიმბაბვესთან, ბოტსვანასთან, ლესოტოსა და ესვატინთან.
შეზღუდვები დააწესა სინგაპურმაც, მან „წითელ სიაში“ შეიტანა 7 ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ იქ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა.
6 ქვეყანასთან შეზღუდა ავიამიმოსვლა იაპონიამ.

ისრაელი ქვეყანაში აღარ უშვებს სამხრეთაფრიკელ ტურისტებს, ასევე, საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის რეგიონის 7 ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა.
სამხრეთ აფრიკიდან ვიზიტორების მიღება შეაჩერა გერმანიამაც, ქვეყანაში მხოლოდ აფრიკიდან დაბრუნებულ გერმანიის მოქალაქეებს იღებენ.

იტალიაში აღარ უშვებენ ადამიანებს, ვინც სამხრეთ აფრიკის რეგიონს ბოლო 2 კვირის განმავლობაში სტუმრობდა.
შეზღუდვები დააწესა ჩეხეთმაც.

სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებია ვაქცინირებული. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ აცრა, რადგან ვაქცინა ვარიანტების წინააღმდეგ მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: ვფიქრობ, ყველაზე დიდ კრიზისში იმყოფება ბოკერია
შემდეგი სტატია27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება