სააკაშვილი: ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია, გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ

მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს გორის ჰოსპიტალიდან ეხმაურება და მიმართავს ავრცელებს:

“ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია – გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ​ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს – გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქმნება
შემდეგი სტატიაიოსელიანი: ვფიქრობ, ყველაზე დიდ კრიზისში იმყოფება ბოკერია