ექიმი სააკაშვილზე: მკურნალობისთვის საჭიროა მეტი ღონისძიება, რომლის შესაძლებლობაც ამ ჰოსპიტალში არაა

ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლის, ექიმ ოთარ თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა. როგორც თოიძე განმარტავს, ის მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს, თუმცა, მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის სრულფასოვანი რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ აქვთ.


“ზოგადი მდგომარეობა ეს არის სისუსტე, ადვილად დაღლა, ურჩევნია წამოწოლილი იყოს და იკითხოს, ეს არის მისი ზოგადი მდგომნარეობა. რაც შეეხება მის ნერვიულ სტატუსს, ის არ არის გაუმჯობესებული, ის სინდრომი, რომელზეც საუბარი იყო, ვერნიკეს ენცეპალოფათიის, რჩება იგივე დონეზე და საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას.

მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს უფრო მეტი სარეაბილიტაციო ღონისძიებები, რომლის შესაძლებლობები ამ ჰოსპიტალში არ აქვთ და ვფიქრობ, რომ იგი საჭიროებს უფრო სპეციფიკურ, დახვეწილ დამიზნებულ მკურნალობას სპეციალისეტბის გარშემო. ის არა თუ ამ კლინიკაში, ამ ქვეყანაში ვერ გაივლის [რეაბილიტაციას]”,-თქვა ოთარ თოიძემ.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი: იმდენად სამარცხვინოა ამ კონკრეტულ საქმეზე სააკაშვილის შემოპარვის გზა, რომ როგორც ჩანს, თავს არიდებს დაესწროს სასამართლოს
შემდეგი სტატიასააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს: დიდი მადლობა თავდადებისა და ამ სიცივეში დგომისთვის