იოჰანეს ჰანი : მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს

ევროკავშირის საბჭოს თანხმობას, დაიწყოს მოლაპრაკებების ევროპარლამენტთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

“მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს”, – წერს ჰანი.

ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელიც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“კარგი ამბავი ევროკავშირის საბჭოდან. საბჭო მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომ მალე მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი”, – წერს მარია გაბრიელი “ტვიტერზე”.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მჭედლიშვილი : მე არ ვიცავ სუბიექტს მამუკა ახვლედიანს. მე ვიცავ სასამართლოს თავმჯდომარეს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი : „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებებზე უნდა მომხდარიყო რეაგირება