ვახტანგ მჭედლიშვილი : მე არ ვიცავ სუბიექტს მამუკა ახვლედიანს. მე ვიცავ სასამართლოს თავმჯდომარეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდეკლ სხდომაზე, ერთადერთი წევრი, რომელმაც კოლეგებისგან განსხვავებული აზრი გამოთქვა, ვახტანგ მჭედლიშვილი იყო. მჭედლიშვილმა კოლეგები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი რამდენიმე თვის წინ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბოლო დღეებში გავრცელებული ფარული ჩანაწერებით ამართლებენ:

„ასეთ საკითხებზე შეფასებები უნდა გაკეთდეს სათანადო გამოძიების და სათანადო დასკვენების შემდეგ. იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაც არის დამნაშავე და ვიღაც არის მისასალმებელი რომ ღირესულად მოიქცა. ეს უნდა გაკეთდეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ყველაფერს აქვს სწორი გზა.
ჩვენ გვინდა იუსტიციის საბჭოს გუშინდელი ფაქტი დავუკავშიროთ წინა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომლითაც მამუკა ახვლედიანს თავმჯდომარეობა ჩამოვართვით. არასწორი პარალელებით ხდება არასწორი თამაშის წესების შემოტანა ქვეყანაში და მხოლოდ შეფასებებზე ვრჩებით და და ყველაფერს არ ვართმევთ თავის სახელს. სამართლიანობა არის ის, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.
მე არ ვიცაც სუბიექტს მამუკა ახვლედიანს. მე ვიცავ სასამართლოს თავმჯდომარეს და მოვიქცეოდი ამ შემთხვევაში ისე რომ ყოფილიყო იქ მურუსიძე, ნინო გვენატაძის შემთხვევაში და ასე შემდე,“-განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი : მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს