უჩა ნანუაშვილი : „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებებზე უნდა მომხდარიყო რეაგირება

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებებზე, რომელიც სავარაუდო დესტაბილიზაციის ორგანიზებას ეხებოდა, უნდა ყოფილიყო რეაგირება.

“ვფიქრობ, უნდა მომხდარიყო „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებებზე რეაგირება, და ზოგადად, სამართალდამცავების ფუნქცია არის ის, რომ მოახდინოს ძალადობის პრევენცია. ვფიქრობ, ყველა ასეთი ინფორმაცია უნდა იქნეს შესწავლილი, შემოწმებული, მითუმეტეს, ხაზს ვუსვამ, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც კიდევ უფრო მეტად მატულობს ზოგადად ძალადობის დონე, მატულობს განცხადებები, მატულობს ტემპერატურა”,- აღნიშნა პრესკონფერენციაზე უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი : მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ელჩი: ჩვენ ვგმობთ ძალადაობას