ინჯია: ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ვერ ვხედავ

„ეს პარტიის საქმეა, გადაწყეტილებებს თვითონ იღებენ, ჩვენ სხვა პარტია ვართ- „ევროპელი სოციალისტები”. რას გადაწყვეტს სხვა პარტია, ეს მათი საქმეა, ამიტომ, კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხული იქნება ჩემთვის. ეს მათი შიდა სამზარეულოა. შიდა პარტიული საქმეა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან სხვა თანანამდებობის პირი „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ფონია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გახდა გადაწყვეტილების მიზეზი“, ინჯიამ განაცხადა, რომ ის საქართველოში მძიმე პოლიტიკურ ფონს ვერ ხედავს.

„უნდა გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ მძიმე პოლიტიკურ ფონს, რაში გამოიხატება ეგ? პარლამენტი მუშაობს, პარლამენტში არის ორი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება“ და „ევროპული სოციალისტები“. მუშაობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მე ვერ ვხედავ აქ პოლიტიკურ კრიზისს. სულ სხვა საქმეა ეკონომიკური მდომარეობა. პანდემიიდან გამომდინარე მძიმე მდგომარეობაა და როდემდე გასტანს, ეს კიდევ არ ვიცით. ამიტომ, აქ არის საფიქრალი. აქ ყველანაირი მობილიზაცია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა გლეხი და ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი, ეს როგორმე კომპესირებული იქნას. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი:”რამდენჯერ უნდა მიიჩნიოს მოსახლეობა ბრიყვად და სულელად?”
შემდეგი სტატიაპარტია დასრულდა: ეკა ბესელია ივანიშვილის წასვლაზე