მიხეილ სააკაშვილი:”რამდენჯერ უნდა მიიჩნიოს მოსახლეობა ბრიყვად და სულელად?”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 11, 2021 15:52

მიხეილ სააკაშვილი:”რამდენჯერ უნდა მიიჩნიოს მოსახლეობა ბრიყვად და სულელად?”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილს ეხმიანება და წერს, რომ რასაც ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, თვითონ მისი გამოწვეულია, მაგალითად, სიღარიბე.

მესამე პრეზიდენტი წერილის იმ ნაწილის განხილვით იწყებს, სადაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თითქოსდა გაყალბებაზე საუბრობს.

“რამდენჯერ უნდა მიიჩნიოს მოსახლეობა ბრიყვად და სულელად?” – კითხულობს მიხეილ სააკაშვილი.

“გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლს შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვა, რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი, რამდენჯერ უნდა დაგვცნოს?

ახლა ის ჰყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევვები გაყალბდა. კი მაგრამ, თუ გაყალბდა, ხელისუფლება რანაირად გადაეცა მას? და ყვება რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო, და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციისთვის ხელისუფლება, ჩაიდო ჯიბეში და თურმე ესენი არ გაყალბებულა…”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღშფოთებულია იმის გამო, რომ ივანიშვილი ცდილობს, სიღარიბე ქვეყანაში გაასაღოს, როგორც მემკვიდრეობით მიღებული რეალობა.

“ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმ რეალობამ, რომ სიღარიბე თურმე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად, სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში.სიღარიბე არის იმის შედეგი, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის 0%…სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა ორჯერ, პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქრთველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის სწორედ ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს.პირდაპირი შედეგი იმისა, რომ არის ნეპოტიზმი და თუ ნათესავი არ გყავს პატრონი, მის ბანდაში ვერაფერს ვერ აღწევ, ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და ვერ იღებ ვერც ერთ კონტრაქტს. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონობის სისტემისა, რომელიც გაბატონდა საქართველში. პირდაპირი შედეგი ფეოდალიზმისა და ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის”, – ამბობს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვიოლიო ამბობს, რომ ივანიშვილს არ გაუვა თავისი გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მასობრივად გასვლას საზღვარგარეთ, სამუშაოს საძებნელად.

“მას არ გაუვა ასეთი გეგმა რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც ამას თვითონ მოუწოდებს, გაყაროს საზღვარგარეთ. მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ წასვლა ისე კი არა, რომ აი, ფორმალურად თავის შნირებს გადააბაროს ხელისულება, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, სუს-ის მეშვებოით, რომელსაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასათან და არც პირდაპირ თანამდებობასთან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილს მალე მოუწევს არა ფორმალურად, არამედ მართლა წასვლა და ხალხისთვის ხელისუფლების გადაბარება.

“ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. ის მართლაც წავა, მას მოუხდება წასვლა და მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქათველი ხალხისთვის, რომელმაც ის დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყალბებისა და მოუხდება გადაცემა ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის.

ასევე, მას მოუნდება ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ქონეის დაბრუნება ქართველი ხალხისთვის. ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვისა და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის განადგურებული, ქართული ოჯახები არის ფეხქვეშ გათელილი და ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს და ეს ასე მოხდება.

ჩვენ მისი მოსატყუებელი კბილი კბილი დიდიხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია. აბა თქვენ იცით! “, – ასე ასრულებს მიმართვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 11, 2021 15:52