პარტია დასრულდა: ეკა ბესელია ივანიშვილის წასვლაზე

“ფორმალურად გასვლა პროცესიდან, მისთვის ეს არის, გაცილებით უფრო კომფორტული, იმიტომ, რომ გავლენები დიდი აქვს, რესურსები ყველაზე მეტი, აქედან, ესე ვთქვათ, გასვლით, ეს რესურსები და გავლენები არსად არ ქრება, სტატუსი დიდად არაფერში არ ჭირდება, გარდა პრობლემისა არაფერი არ მოაქვს ამ სტატუსს ახლა მისთვის, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობები რაც ქონდა აქვს, მაგრამ რომ დავინახოთ მის გარეშე რა არის “ქართული ოცნება” – არაფერი, კობახიძის გამო, იმ პარტიაში არც არავინ არ მისულა და არც მივა, ვინც არის ისიც წამოვა, ჩავთვალოთ, რომ ეს არის დასრულებული პროექტი და “ოცნებას” ივანიშვილი უყურებს, როგორც გაწურულ ლიმონს, ჩავთვალოთ უკვე დასრულებული პარტიაა, ისიც უწინასწარმეტყველა, რომ ის ოპოზიციაში იქნება მალე, ამიტომ დამარცხებული პარტიის თავმჯდომარეობა რატომ უნდა ჭირდებოდეს,როცა მას ისედაც შეუძლია მიიღოს ყველაფერი რაც სურს, თუმცა ეს გავლენებს პროცესებზე მოახდენს” – ამბობს პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიინჯია: ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიანათელაშვილი: დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ-“არ დაიჯერო, არ დაიჯერო”