“ოკეან ელზის” ლიდერი უკრაინაში პოლიტიკურ პარტიას აარსებს

უკრაინელი როკ-მუსიკოსი, “ოკეან ელზის” ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი პოლიტიკურ პარტია “ხმას” აარსებს, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკაში წავლის მიზეზებს შორის მან დაასახელა პოლიტიკური სფეროს განახლების აუცილებლობა. “ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ ძველი ოლიგარქიული პოლიტიკა დავანგრიოთ და ახალი პოლიტიკა შევქმნათ” – თქვა მუსიკოსმა – წერს “დოიჩე ველე”.

უკრაიანში უმაღლესი რადას არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთში მოკლული მამაკაცის დედამ რუსეთის შსს-ს მიმართა
შემდეგი სტატიაევროკომისიამ ხუთი ბანკი მილიარდი ევროთი დააჯარიმა