ინდოეთში გამოჩნდა ქალი, რომელიც 40 წელი გარდაცვლილი ეგონათ

ინდოელი ვილასა დევი, რომელიც 1976 წლიდან გარდაცვლილი ეგონათ, თავის შვილებს დაუბრუნდა.
დევის ნათესავებს ეგონათ, რომ ქალი გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა, ამიტომ, ტრადიციულად კრემაციის ნაცვლად ის მდინარე განგს გაატანეს.
დევის თქმით, ის მეთევზეებმა გადაარჩინეს. ქალს არაფერი ახსოვდა და ახალ ადგილას ხელახლა გათხოვდა. რამდენიმე ხნის წინ, 40 წლის შემდეგ, ქალმა მშობლიური ქალაქიდან ნაცნობი ნახა შემთხვევით და მას მეხსიერება დაუბრუნდა. ამის შემდეგ ის სოფელში საკუთარ შვილებთან ჩავიდა. დევი 80 წლის არის – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდროვის ანსაბლი რუსული სამხედრო პროპაგანდის ნაწილი იყო… (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის მიერ მართული 14 ,,კანონიერი ქურდი,, ქვეყნიდან გააძევა