ალექსანდროვის ანსაბლი რუსული სამხედრო პროპაგანდის ნაწილი იყო… (ვიდეო)

25 დეკემბერს სოჭში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის Ту-154 ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის წევრები, რომლებიც სირიაში, რუსულ ავიაბაზაზე კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ… დაღუპულთა შორის უმრავლესობა მომღერალთა გუნდის წევრები არიან.
ალექსანდროვის ანსამბლი 1928 წელს, სტალინის მმართველობის პერიოდში შეიქმნა და თავდაპირველად ამ ანსამბლს, რომელიც სულ 12 წევრისაგან შედგებოდა და რომელსაც კომპოზიტორი, მომავალი გენერალი – ალექსანდრ ალექსანდროვი ხელმძღვანელობდა, ,,მიხეილ ფრუნზეს სახელობის წითელი არმიის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი,, დაარქვეს.
1937 წელს ანსამბლის შემადგენლობა 274 წევრამდე გაიზარდა. თანამედროვე ვერსიას კი, ამ ანსამბლისა – ,,ალექსანდროვის სახელობის რუსეთის არმიის ცეკვისა და სიმღერის აკადემიური ანსამბლი,, ჰქვია. მას 2016 წლის მაისიდან ვალერი ხალილოვი ხელმძღვანელობს და ის – 25 დეკემბრამდე 186 წევრისაგან შედგებოდა, რომელთა შორის -9 სოლისტი, მამაკაცთა ქორო – 64, ორკესტრი -38 და მოცეკვავეთა ჯგუფი -35 წევრს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი მაღალი დონის პროფესიონალებისაგან იყო დაკომპლექტებული და ისინი პოპულარულ რუსულ სიმღერებსა და ცეკვებს მაღალ დონეზე ასრულებდნენ, ხელოვანთა ეს ჯგუფი, როგორც რუსეთის არმიის კულტურული დანაყოფი, აგრესიული რუსული სამხედრო პროპაგანდის ნაწილად იყო ბოლო წლებში ქცეული… ანსამბლი არ ერიდებოდა რუსული არმიის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებების ზონებში ჩასვლას და იქ კონცერტების ჩატარებას… რეპერტუარში შემოიღეს სიმღერები, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტულ და შოვინისტურ ტექსტებს შეიცავდა… არ ერიდებოდნენ მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსული აგრესიული და დაპყრობითი პოლიტიკის რომანტიზებასაც. ერთ-ერთი ასეთი სიმღერა-ჰიმნი ანსამბლმა 2014 წელს შეასრულა… სიმღერას ,,ზრდილობიანი ადამიანები,, (Вежливые люди) ჰქვია და ის რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაში მონაწილე სამხედროებს ეძღვნება. სიმღერის ტექსტის ავტორი რუსეთის თავდაცვის უწყების კულტურის სამმართველოს უფროსი ანტონ გუბანკოვი, ხოლო მუსიკის ავტორი თავად ანსამბლის დირექტორის მოადგილე – ვიაჩესლავ უმანეცი გახლავთ.
სიმღერის სახელწოდება ,,ზრდილიობიან ადამიანები,, იმ ეფემიზმისგან წარმოიშვა, რომელშიც რუსეთის არმიის ის თანამშრომლები იგულისხმებიან, რომელთაც განმასხვავებელი ნიშნების არმქონე, ერთნაირი რუსული ფორმები ეცვათ და რომლებიც 2014 წელს ყირიმში სტრატეგიულ ობიექტების ბლოკირებით იყვნენ დაკავებული… სწორედ მაშინ შეარქვეს რუს ჯარისკაცებს მათმა მომხრე სეპარატისტებმა ,,ზრდილობიანი ადამიანები,, ხოლო უკრაინელმა პატრიოტებმა მათ ,,მწვანე კაცუნები,, (зелёные человечки) უწოდეს. ალექსანდროვის ანსამბლმა, სწორედ რომ ყირიმის ოკუპაციაში მონაწილე რუს ჯარისკაცებს მიუძღვნა ზემოთხსენებული სიმღერა… თუმცა ეს არ ეყოფილა ერთადერთი სიმღერა, რომლითაც უკრაინელებს აწყენინეს… 2008 წელს ანსამბლმა ოლიმპიადაზე მიმავალ რუსი სპორტსმენების გაცილებისთვის მიძღვნილ შოუში შეასრულა სიმღერა, სადაც უკრაინისთვის და ევროპისთვის გაზის გათიშვაზე იყო საუბარი… ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ანსამბლის წევრების ტრაგიკულმა დაღუპვამ, უკრაინელებში და რუსეთის ოკუპაციით დაზარალებულ სხვა ქვეყნებში – სენტიმენტები ვერ გამოიწვია. პირიქით, ოკუპანტი ქვეყნის მიერ პროპაგანდისტი ჯარისკაცების დაღუპვა, უკრაინელების ნაწილს გაუხარდა კიდევაც, რაც უკრაინულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში აშკარად იგრძნობა.

,,თაიმერი,,ს ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში ავტომანქანა მტკვარში გადავარდა
შემდეგი სტატიაინდოეთში გამოჩნდა ქალი, რომელიც 40 წელი გარდაცვლილი ეგონათ