ინციდენტი ახალციხეში – “ენმ”-ის შტაბის წევრი გვიან ღამით დაკითხეს

დახლოებით სამი საათის განმავლობში იკითხებოდა ახალციხის პოლიციაში ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი. ნიკოლოზ ხიზაძესთან სამართალდამცველებს შეკითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით ქონდათ.

ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ სოფელ მუსხში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩვნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახცალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

“მიმართავენ ასეთ მასობრივ ზეწოლას ამომრჩეველზე და უკვე გადავიდნენ ჩვენს აქტივისტებზე. მათ გონიათ, რომ ეს მოიტანს შედეგს, თუ მოსახლეობა დაშინდება. დაშინდება თუ პირიქით გაღიზიანდება, ამას ვნახავთ,” – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით დარჩიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისარფის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე რჩება საქართველოს ათეულობით მოქალაქე
შემდეგი სტატიაახალციხის ინციდენტი – არასამთავრობო სექტორი რეაგირებას ითხოვს