ახალციხის ინციდენტი – არასამთავრობო სექტორი რეაგირებას ითხოვს

ახალციხეში მომხდარ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ისინი მეორე ტურის წინ მსგავს ინციდენტს უარყოფითად აფასებენ.

მათი აზრით, თუ მას არ მოჰყვება დროული სამართლებრივი რეაგირება, ამან შესაძლოა დაძაბოს ვითარება უშუალოდ არჩევნების მეორე ტურის დღესაც.

„აუცილებელია, რომ სახელმწიფომ სათანადო რეაგირება გააკეთოს გამოძიების დაწყების მხრივ და რაც შესაძლებელია, დროულად გაატაროს საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის. იმიტომ, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში ასე ხდება, რომ ხელისუფლებები და მისი მხარდამჭერები ძალადობენ ოპოზიციაზე და იშვიათად ხდება პირიქით,“ – აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, თუ დადასტურდა ინციდენტში გუბერნატორის მონაწილეობა, ამაზეც შესაბამისი ზომებია მისაღები.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს დღეს სამართლიანი არჩევნები.

„არის პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მუქარის რამდენიმე შემთხვევა. ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ მეორე ტურებისთვის იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი, მაინც მნიშვნელოვანი არის და საკმაოდ სერიოზული ფაქტებია ეს, რომელზეც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ახალციხეში – “ენმ”-ის შტაბის წევრი გვიან ღამით დაკითხეს
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს