სარფის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე რჩება საქართველოს ათეულობით მოქალაქე

არფის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე იმყოფება საქართველოს ათეულობით მოქალაქე. ისინი თითქმის 24 საათია საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. გვიან ღამით გადმოსული ქალებისა და ბაშვების გარდა, ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეები ვერც თურქეთის მხარეს გადადიან და ვერც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან.

როდის მოიხსნება აკრძალვა, ამ დრომდე უცნობია. თუქრული მხარე შეზღუდვის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.

ქართველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გუშინ, დღის ბოლოს გამშვებ პუნქტთან ვითარება დაიძაბა, რის გამოც საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ჟანდარმერიამ დროებით დააკავა. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახებაც.

banner
წინა სტატიაშიბახტრიონზე დაჭრილი ახალგაზრდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაინციდენტი ახალციხეში – “ენმ”-ის შტაბის წევრი გვიან ღამით დაკითხეს