,,ინაუგურაციის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის არჩევა, ცუდი პოლიტიკური გზავნილია”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ინაუგრაციის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის არჩევაზე საუბრობს. დეკანოზის თქმით, ეს ფაქტი სახელმწიფოებრიობის ორსაუკუნოვანი წყვეტის სიმბოლოა და ის ცუდი პოლიტიკური გზავნილია.

,,ინაუგურაციის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის არჩევა თელავში, იმ მეფის, რომელიც, მიუხედავად მისი დიდი პიროვნული ღირსებების და სამხედრო დამსახურებებისა, ქართული სახელმწიფოებრიობის ორსაუკუნოვანი წყვეტის სიმბოლოა, ცუდი პოლიტიკური გზავნილია.”

დეკანოზი ინაუგურაციის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის არჩევას რუსულ მოტივებთან აკავშირებს

,,თუ მაინცადამაინც რუსებს (პუტინს) უნდა ასიამოვნონ, აგერ ხევში, სამხედრო გზაზე არსებულ გეორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილ ობელისკთან ჩაატარონ ინაუგურცია და მონარქისტულ სიმბოლოებს შეეშვან რესპუბლიკის ლიდერები.

p.s. თუ თამარ მეფესთან პარალელი გვინდა, არსებობს მისი გეგუთის სასახლის დიდებული ნანგრევები, და იქ ჩატარდეს”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

გარდა ფეისბუქ პოსტისა დეკანოზი საკითხთან დაკავშრებით საკუთარ პოზიციას კომენტარებშიც აფიქსირებს და აცხადებს,რომ სწორედ პარლამენტის შენობაა ახალი საქართველოს სიმბოლო

,,სრული სოფიზმი და სპეკულაციაა. პარლამენტის შენობა (ყოფილი საქართველოს სსრ მთავრობის სახლი) მთელი თავისი ავკარგიანი წარსულით, 9 აპრილით და იუნკერთა განადგურებული საფლავებით, სწორედ ახალი საქართველოს (პოსტფეოდალური საქართველოს) სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.” -წერს დეკანოზი


banner
წინა სტატიაშიდარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები -ობმუდსმენი “ომეგა ჯგუფის” საქმეზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია-,,ძვირფასო ოპოზიციავ, მიმდინარე პოლიტიკური წელი იქნება უმძიმესი…ძირს კინკლაობა!”