ნიკა გვარამია-,,ძვირფასო ოპოზიციავ, მიმდინარე პოლიტიკური წელი იქნება უმძიმესი…ძირს კინკლაობა!”

ნიკა გვარამია ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. გვარამია ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს,რომ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა

,,ხელისუფლება რომ ხარ და რომ იცი, 900.000 ამომრჩეველმა უარი გითხრა ბოლო არჩევნებზე (იმაზე მეტმა, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოსვლისთვის დაგჭირდა) და ისიც რომ იცი, თვითონ როგორ აიღე ხმები და სინამდვილეში როგორი დაბალი მხარდაჭერა გაქვს, ნეტა რას უნდა გრძნობდე? კარგს არაფერს, დიდი ეჭვი მაქვს და ძალიან თავზე ხელაღებულობას რომ იწვევს შიში კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე მთავრობებისთვის და უმძიმეს შეცდომებს აშვებინებს, ეს ემპირიულად დადასტურებული ფაქტია საქართველოში.”-წერს ნიკა გვარამია

მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკური წელი უმძმესი იქნება ქვეყნისვის და დემოკრატიული პლატფორმებისთვის

,, ძვირფასო ოპოზიციავ, მიმდინარე პოლიტიკური წელი იქნება უმძიმესი და ქვეყნის და მასში დარჩენილი დემოკრატიული პლატფორმების დაცვის პასუხისმგებლობა ახლა მთლიანად თქვენზეა.

ძირს კინკლაობა! ერთიანობის დროა! ან თქვენ გადაარჩენთ ქვეყანის დემოკრატიის მომავალს, ან ავტოკრატია გადაგვყლაპავს ყველას ერთად და მოგვისპობს ხვალინდელ დღეს!”-წერს გვარამია

banner
წინა სტატიაში,,ინაუგურაციის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის არჩევა, ცუდი პოლიტიკური გზავნილია”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ახალგაზრდობავ, თქვენ ხართ უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი