დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები -ობმუდსმენი “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსთა მინისტრს ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს.

ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას, რაც თავის მხრივ საწარმოს უზღუდავს უფლებას, დადგენილი წესით იქნეს განხილული მისი განცხადება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი ვანო მაჭავარიანს მოუწოდებს, რომ ომეგა ჯგუფის დავალიანებასთან დაკავშირებით, მოიწვიოს სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა.

ომეგა ჯგუფის საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ომეგა ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მის კონტრაქტორ კომპანიას – სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას, უჩივის.

ომეგა ჯგუფი მოითხოვს, შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საკითხზე ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია,,ინაუგურაციის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის არჩევა, ცუდი პოლიტიკური გზავნილია”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე