იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით,
1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ჩ.,
საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება
„მეტადონის“ შემცველი 10 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა
და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩვენ ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია და ამის თაობაზე დისკუსიების გაგრძელების საჭიროებას ვერ ვხედავთ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო