შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.დ.,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი,
კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და
30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაახალი დეტალები 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე