ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩვენ ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია და ამის თაობაზე დისკუსიების გაგრძელების საჭიროებას ვერ ვხედავთ

zurab abashidze

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს„ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რათა მოვნახოთ გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფება კონფლიქტების პრობლემა. ამისათვის ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რაც კი შესაძლებელია საერთაშორისი სარბიელზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ეს შესაძლებლობაც უნდა გამოგვეყენებინა აუცილებლად და გამოვიყენებთ კიდევ მომავალში, როდესაც ამის საჭიროებას დავინახავთ. რაც შეეხება იმას, თუ ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ჩვენმა საგარეო უწყებამ გააკეთა ოფიციალური განცხადება და დაიდო მის ვებგვერდზე, რომ ეს შეხვედრა შედგა ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ორგანიზებითა და მათი შუამავლობით. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ, ეს დაიდო მათ ვებგვერდზე და დევს დღეისათვისაც, ასეთივე განცხადება გაკეთდა შვეიცარიელების მიერ. ჩვენ ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია და ამის თაობაზე დისკუსიების გაგრძელების საჭიროებას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, დიალოგი რუსეთთან არის ძალიან რთული, მაგრამ დიალოგს ალტეტნატივა არ აქვს.

„დიალოგი რუსეთთან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ ფორმატებში, რომელიც გვაქვს, ჟენევა, პრაღა და თუ სამომავლოდ ამის აუცილებლობა იქნება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავუაროთ გვერდი ამის შესაძლებლობას, ძალიან რთულია ეს დიალოგი. ჩვენ არ გვქონდა ილუზიები, რომ ერთი შეხვედრით რაღაც გარღვევა მოხდება. იმის განცდაც გვქონდა, რომ შეიძლება ყოფილიყო რთული შეხვედრა. 11 წლის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა, ამიტომ არ იყო მოსალოდნელი და არ ველოდით, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, შესანიშნავი შედეგები გვექნებოდა და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. ჩვენ გვექნება ოქტომბრის პირველ ნახევარში ჟენევაში შეხვედრა, ალბათ გაგრძელდება დიალოგი პრაღაში და ვნახავთ, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს. დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და ეს გვესმის ჩვენ მუდამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა აბაშიძემ.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძეს და ნიკა გვარამიას დაიჭერენ?
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა