“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა

ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 5 ივლისს შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც და გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა. ამის შემდეგ ელდარ მდინარაძე მუშაობდა ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მზის” დირექტორის პოზიციაზე.

 

 

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგისთვის ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება კანონით დასჯადია, ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია