მამუკა ბახტაძე : სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება კანონით დასჯადია, ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია

სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება კანონით დასჯადია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მის სწრაფად აღსრულებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

მისი თქმით, ამ საკითხზე ოპონენტების განცხადებები დემაგოგიაა და იუსტიციის სამინისტრო მოიქცა ისე, როგორც კანონი ავალდებულებდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება დასჯადია კანონით. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ძალიან კონკრეტული განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი ოპონენტების ეს ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, მას რეალობასთან საქმე არ აქვს.

კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და მოიქცა, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას ეკუთვნოდა, გაეკეთებინა კანონით. ეს არ იყო არჩევანი, ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა
შემდეგი სტატიანინია კაკაბაძე : პაატა სალია ერთი-ორი თვე იტყვის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, თუმცა ეს განცხადება ღიმილის მომგვრელია