,,იმედია, არჩევნების შემდეგ არ გვექნება იმის თქმის საფუძველი, რომ იყო მოვლენები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე’

იმედია, არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ არ გვექნება იმის თქმის საფუძველი, რომ იყო მოვლენები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან.

მთავარი, რაზეც პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოგვიწია საუბარი და რასაც გამოვყოფ, არის ის, რომ ყველას ვალია გადადგას ნაბიჯები, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, ეს არჩევნები არ იყოს ისეთი, რომ დღის დასრულების შემდეგ ჩვენ არ გვქონდეს იმის თქმის საფუძველი, რომ იყო მოვლენები რომელთაც შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები უფრო მეტი დაფიქსირდა მეორე ტურის წინ, ვიდრე ეს პირველი ტურის წინ იყო მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტურის პერიოდი უფრო დიდი იყო”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიFITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, გარდაბანში მათ მხარდამჭერს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს