“იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს” – სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა. სერგი კაპანაძის თქმით იმისთვის რომ სამართალი ბოლომდე იყოს აღსრულებული საჭიროა საგამოძიებო კომისიის სხვა რეკომენდაციების შესრულებაც. მათ შორის არის რეკომენდაცია იმ ადამიანების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს:

“იმისათვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებაც. მათ შორის, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე დადგეს შედეგი. თუ დადგინდება მათი არამართლზომიერი ქმედებები, ისინიც უნდა მიეცნენ პასუხისმგებლობაში. საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა შარშან. ჩვენ გვახსოვს, რომ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე მალევე გამოვეცით შუალედური რეკომენდაცია, რომ მიხეილ კალანდიას უნდა წაყენებოდა ბრალი. კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება.”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : სააპელაციო სასამართლომ მკაფიოდ აჩვენა ის, რისთვისაც შვილმკვდარი მამა ამდენი ხანი იბრძოდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: მკვლელს ხელი არ უნდა დააფარო ვისი პროტეჟეც არ უნდა იყოს იგი !