ხორავას ქუჩის ტრაგედიის ღამეს,უცხოეთიდან დამიკავშირდა პირი,რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია რომ მკვლელობა პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილის გამო მოხდა.დამისახელა გვარიც.
ინფორმაცია იმ წამსვე გავასაჯაროვე-მეორე დღეს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ზოგიერთ უპასუხისმგებლო პირად გამომაცხადა.
იმავე საღამოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა რომ ყველა არსებულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს !
ამის შემდეგ გაირკვა რომ პროკურატურის”მუშაკი” არც მეტი,არც ნაკლები მირზა სუბელიანი იყო !
საზოგადოების პროტესტმა შედეგი ნამდვილად გამოიღო-თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ.შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია,რომელმაც ბოლომდე გამოაჩინა გამოძიების ყველა სისტემური დანაშაული და ხარვეზი.
იყო პოლიტიკური ინტრიგებიც !უწყებებს შორის ბრძოლაც,კონტრაქციები და არნახული შავი პიარი.
აქციებს მოყვა მთავრობის გადადგომაც !
გუშინ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო,დღეს პროკურატურის”ოქროს მოწმე” მიხეილ კალანდია დააკავეს !
ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე სამართალი დადგა !!
ამ ქვეყანაში არასოდეს,არავინ დამნაშავეს და მით უმეტეს,მკვლელს ხელი არ უნდა დააფაროს !
ვისი პროტეჟეც არ უნდა იყოს იგი !-წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
https://youtu.be/dEt_a_wUxBE