ელენე ხოშტარია : სააპელაციო სასამართლომ მკაფიოდ აჩვენა ის, რისთვისაც შვილმკვდარი მამა ამდენი ხანი იბრძოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 12:27

ელენე ხოშტარია : სააპელაციო სასამართლომ მკაფიოდ აჩვენა ის, რისთვისაც შვილმკვდარი მამა ამდენი ხანი იბრძოდა

სააპელაციო სასამართლომ ძალიან მკაფიოდ აჩვენა ის, რისთვისაც შვილმკვდარი მამა ამდენი ხნის განმავლობაში იბრძოდა ქუჩაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ წარმოაჩინა, რომ პროკურატურამ, გამოძიებამ მკვლელის ინდენტიფიცირება არ მოახდინა.

„სააპელაციო სასამართლომ აჩვენა ის, რაც იყო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ის, რაზეც საუბრობდა ომბუდსმენი. პირველი, რომ მკვლელი არის გარეთ და პროკურატურამ, გამოძიებამ მკვლელის ინდენტიფიცირება არ გააკეთა, არ გამოიძია, ხელს აფარებდნენ და თითხნიდნენ ამ საქმეს. მეორე, მან აჩვენა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, პროკურორები, რომლებიც დაკითხვაზე იყვნენ და დღესაც მოქმედი პროკურორები არიან, უბრალოდ დამნაშავეები არიან საქმის შეკერვაში. მესამე აჩვენა, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული, რასაც ვამტკიცებდით კომისიის მუშაობის დროს და, რითიც ვითხოვდით საქმის აღძვრას, რომ ეს არის ჯგუფური დანაშაული, მასში მონაწილეობდა პირთა წრე და ყველას მიმართ არის საჭირო საქმის აღძვრა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ეს საშუალებას იძლევა, ძალიან სწრაფად დაიწყოს გამოძიება.

„ეს საშუალებას იძლევა, ძალიან ნ სწრაფად დაიწყოს გამოძიება ყველა პირის მიმართ, ვინც არიან დაკავშირებული პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, კალანდიას ვგულისხმობ. ამის ყველანაირი საფუძველი დღეს უკვე არსებობს. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ მირზა სუბელიანი პრაქტიკულად გარიგებაში შევიდა პროკურატურასთან, რაც მერე მოვისმინეთ ციხეში საუბრის კადრები, რაზეც არანაირი გამოძიება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვპირდებოდა. მირზა სუბელიანი აფარებდა ხელს, თუმცა მარტო ის ვერაფერს იზამდა, მთლიანად პროკურატურის სისტემა გადაეფარა ამ ერთ ადამიანს. ყველანაირი საფუძველი არსებობს მირზა სუბელიანის ნათესავის მიმართ საქმის აღძვრის, მერე უკვე სასამართლო დაადგენს, რა როლი ჰქონდა მონაწილეობაში. დაჭრაში და ა.შ. არ შეიძლება, გამოთიშო ერთ-ერთი მონაწილე გამოძიებიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 12:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics