ილვესი:ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზორში საქართველოს ვხედავ, კადრში ევროკავშირის დიდი დროშები ჩანს და საკუთარ თავს ვეკითხები – მართლა? რატომ?

ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზორში საქართველოს ვხედავ, კადრში ევროკავშირის დიდი დროშები ჩანს და საკუთარ თავს ვეკითხები – მართლა? რატომ? ჩემთვის ბევრს უთქვამს, რომ ქართველების დიდ ნაწილს მიაჩნია, დროშა იმიტომ კიდია, რომ მათი აზრით, საქართველო უკვე ევროკავშირშია. არა, იქ არ არის. საქართველოს უბრალოდ გაურთულდება ევროკავშირში შესვლა და ბევრი ქვეყანა და ადამიანი იქნება, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ესტონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამის შეცვლას ეცდება, მაგრამ ეს საქმე უფრო და უფრო რთულდება,”-აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი “ამირიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

-ამერიკის ხმა: საქართველოს ოპოზიცია ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ მთავრობის თავდაპირველი განზრახვა იყო, კერძოდ კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომ საქართველო დასავლეთისგან რაც შეიძლება მეტად დაეშორებინა და რუსეთთან დაეახლოვებინა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ეს შეთქმულების თეორიაა თუ მთავრობის არაკომპეტენტურობა?

-ტოომას ჰენდრიკ ილვესი: არ ვიცი. ამის თქმა რთულია იმის გამო, რომ არ ვიცი რა ხდება შიგნით, საქართველოს მთავრობაში. მაგრამ იყო მთელი წყება, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა. იყო ჟურნალისტის გარდაცვალება და მასზე მთავრობის რეაგირება, რასაც ის მოჰყვა, რომ სპეც-დანიშნულების რაზმი, რომელიც ბანდასავით გამოიყურებოდა, გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახში შეიჭრა და მისი ცხედარი იქიდან ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე გამოიტანა. ეს გროტესკული სანახაობა იყო. როცა მთავრობა ასე იქცევა, არ შეიძლება ვინმემ ის სერიოზულად აღიქვას, ეს შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიილვესი: ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი არ უნდა მოაწყოს
შემდეგი სტატია„როიტერი“: ოლიმპიადაზე ქართველ ბირთვის მკვრელს დოპინგი აღმოუჩინეს