ილვესი: ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი არ უნდა მოაწყოს

“ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი არ უნდა მოაწყოს. ისინი პარლამენტში უნდა იყვნენ. შეიძლება დიდ ომებში არ ჩაერთონ, მაგრამ პარლამენტში აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილი და ამ გზით ებრძოლონ მთავრობას. გარე სამყაროსთვის არანაირად კონსტრუქციულად არ გამოიყურება პარლამენტის ბოიკოტი. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ პროცედურებში, გამოიყენონ ნებისმიერი სახის საპარლამენტო პროტესტი, რომელიც მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას წარმოაჩენს. პარლამენტის უბრალოდ, მარტივად ბოიკოტი, მთავრობას საშუალებას აძლევს თქვას, რომ აი, ხედავთ ისინი უპასუხისმგებლოები არიანო. ოპოზიციას ასევე მოვუწოდებდი გააკეთონ მოზომილი განცხადებები იმის ნაცვლად, რომ აქეთ-იქით ალმოდებულებივით ირბინონ. ეს მიმზიდველი მეთოდია, მაგრამ ამით სინამდვილეში ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ ორივე მხარე დაზიანდეს,”-აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი “ამირიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიილვესი: თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის
შემდეგი სტატიაილვესი:ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზორში საქართველოს ვხედავ, კადრში ევროკავშირის დიდი დროშები ჩანს და საკუთარ თავს ვეკითხები – მართლა? რატომ?