ილია მეორე: ქართველმა ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი კრწანისის მე-7 ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

პატრიარქმა მოქალაქეებს არჩვენების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან.

“ყველაფერი კარგად იქნება. ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას”, – განაცხადა უწმინდესმა ჟუნრალისტებთან.

banner
წინა სტატიაში15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 22%-ს შეადგენს
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტია” პაატა ზაქარეიშვილმაც დატოვა