„რესპუბლიკური პარტია” პაატა ზაქარეიშვილმაც დატოვა

„რესპუბლიკური პარტია” ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმაც დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაქარეიშვილი პარტიიდან 11 ოქტომბერს წავიდა და ამის მიზეზი საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ შედეგი გახდა.

ამ დროისთვის, ზაქარეიშვილის სამომავლო გეგმები ცნობილი არ არის. თუმცა, გამორიცხული არ არის მისი თანამშრომლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

„რესპუბლიკური პარტია“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ასევე, ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ქართველმა ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: მარკირება გავლილი ქალბატონები, რამდენიმე უბანზე ისევ ცდილობდნენ შესვლას ხმის მისაცემად