15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 22%-ს შეადგენს

15:00 საათისთვის ქუთაისში ხმა 32 790 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22%.

როგორც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით 5%-ით დაბალია.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, სერიოზული დარღვევები არ ფიქსირდება.

მისი თქმით, 37-ე უბანზე მოქალაქეს თითზე მარკირების სითხის ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ხმის მიცემის უფლება შიდა კენჭისყრის საფუძველზე მისცეს. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კიდევ ერთ უბანზე, მას შემდეგ რაც ფაქტმა მასიური ხასიათი მიიღო, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეს ხმის მიცემა აეკრძალა.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით არჩევნები უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ქართველმა ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას