ოპოზიცია “ფეისბუქის” სათაო ოფისთან არის შეკრული – სეფაშვილი ქარდების დაბლოკვაზე

“ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი ამტკიცებს, რომ “ოცნების” პროპაგანდისტული ქარდების დაბლოკვა ოპოზიციის ნახელავია, რომელიც “ფეისბუქის” სათაო ოფისთან არის შეკრული. “ოცნების” დანაყოფის წევრი ისევ ირწმუნება, რომ ხელისუფლების ოპონენტები რუსულ კანონთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

სათაო ოფისს მიაწოდეს ეს ინფორმაცია და დაბლოკეს ქარდები, თუმცა ეს მათ ვერ უშველის. საზოგადოება უკვე ისედაც ინფორმირებულია. ამან წარმოაჩინა უბრალოდ ის, რომ ისინი როგორც ჩანს, შეკრულები არიან ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” სათაო ოფისთან. მათ წარადგინეს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ რუსეთიდან გადმორიცხულ დეკლარირებულ თანხებს ეხება, რაც არის საკითხსისადმი ზერელე დამოკიდებულება და იაფფასიანი პოპულიზმი, იმიტომ, რომ უსაფრთხოების თემა მხოლოდ რუსეთთან არ არის დაკავშირებული, ეს გლობალური გამოწვევაა, – ამბობს ეკა სეფაშვილი.

“ქართული ოცნების” ცრუ კამპანია მეორედ დაიბლოკა. ფეისბუკი ერთი მეორეს მიყოლებით შავ სიაში უშვებს ხელისუფლების მიერ დასპონსორებულ სიანფორმაციო ბანერებს. პოსტებს, რომლითაც ოლიგარქის პარტია ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. კომპანია “მეტამ” ერთ დღეში, ჯამში, 400-მდე გვერდიდან დადებული პოსტი დაბლოკა.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ „ოცნების“ ლიდერებს, ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას – მესამე სექტორი
შემდეგი სტატიაილია მეორე – გილოცავთ ხარების დღესასწაულს, სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში