ილია მეორე დღეს ძიუდოისტებს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დღეს ძიუდოისტებს შეხვდება.

უწმინდესი და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრაზე ძიუდოისტთა ნაკრების წევრებთან და კაპიტანთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად საპატრიარქოში დეკანოზი შალვა კეკელიაც მივიდა.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის გაცილების შემდეგ, ძიუდოისტებს დალოცავს.

არსებობს მოსაზრება, რომ სავარაუდოდ, ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებული მხარეების შერიგებაც მოხდება. საპატრიარქოში ასევე დეპუტატი და სპორტის კომიტეტის წარმომადგენელი შოთა ხაბარელიც იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები დაიკითხებიან
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში