გიორგი კანდელაკი – საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში

არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ ხალხს ძალიან აწუხებს კორუფციის თემა.

„კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხარჯავენ ხალხის ფულს. სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს ძალიან აწუხებს ხალს. კორუფცია, როგორც უმწვავესი პრობლემა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, დაბრუნდა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, „ევროპულ საქართველოს“ სამი პროცენტი ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე დღეს ძიუდოისტებს შეხვდება
შემდეგი სტატიამსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი – ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს