შსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები დაიკითხებიან

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით,შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე და რძალი დაიკითხებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმესთან დაკავშირებით ორი დღის წინ დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც დაიკითხა, რომლის ინფორმაციითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მისმა ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაილია მეორე დღეს ძიუდოისტებს შეხვდება