ანდრო გოცირიძე: “რასაც ვუყურე, იქ პირდაპირ დანაშაულის ნიშნები ჩანს, კონკრეტული თავდასხმა და ქონების განადგურება”

16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე არჩეული პრეზიდენტის ინაგურაციის დღეს, კახეთში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან, ოპოზიციის მხრიდან განვითარებულ მოვლენებს გაზეთ ვერსიასთან ექსპერტი ანდრო გოცირიძე გამოეხმაურა. გოცირიძე ამბობს, რომ პოლიციაზე თავდასხმა და სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფა, ასევე დასჯადია და თავისთავად ცხადია, ამას სჭირდება რეაგირება. რაც შეეხება სამინისტროს მუშაობას, რასაკვირველია, დანაშაული უნდა აღიკვეთოს, უფრო მეტიც, პოლიციის დანაყოფების უფლებაც არის და მოვალეობაც, რომ დანაშაული აღკვეთოს და მეორეც, არ მოხდეს დაპირისპირება. განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეებში.

„ძალიან ცუდი დასანახი იყო ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ხდებოდა. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები უნდა იყოს აღიარებული და მეორე, თვითონ ეს პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი. ყველა ქვეყანაში და ყველა პარტნიორის გადასახედიდან, სამართალდამცავ სისტემაზე თავდასხმა არის დასჯადი.ფაქტია, კრიზისი რეალურად განიმუხტა და მეორეც, ბოლოსდაბოლოს უნდა დამთავრდეს პოლიტიკის გამო, როგორც დაჭერა, ისე _ არდაჭერა. თუ ადამიანმა დაარღვია კანონი და მით უმეტეს, სამართალდამცავ სტრუქტურაზე თავდასხმა არის კატეგორიულად წარმოუდგენელი რამ, რაც ძალადობრივი დანაშაულია და ამის ნიშნები არსებობს, გამოძიებამ უნდა იაროს თავის გზით, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური პარტიის წევრია, ლიდერია, ხელმძღვანელია თუ ასე შემდეგ… რასაც ვუყურე, იქ პირდაპირ დანაშაულის ნიშნები ჩანს, კონკრეტული თავდასხმა და ქონების განადგურება. პოლიციაზე თავდასხმა და სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფა, ასევე დასჯადია და თავისთავად ცხადია, ამას სჭირდება რეაგირება. რაც შეეხება სამინისტროს მუშაობას, რასაკვირველია, დანაშაული უნდა აღიკვეთოს, უფრო მეტიც, პოლიციის დანაყოფების უფლებაც არის და მოვალეობაც, რომ დანაშაული აღკვეთოს და მეორეც, არ მოხდეს დაპირისპირება. განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეებში. შესაბამისად, ამ მხრივ, ვფიქრობ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი დანაყოფები ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს მართლწესრიგის და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში და უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით არათუ დაჭერა, არამედ არდაჭერაც. კანონმა უნდა იმოქმედოს ყველასთვის ერთნაირად“ – აცხადებს ანდრო გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“ეკა ბესელია არის კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას”
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი : ვფიქრობთ, მომავალ წელს პოლონეთში მეტი ქართველი შეძლებს ლეგალურად დასაქმებას