იყო მომენტი, როდესაც სპეცრაზმელი ელოდა ბრძანებას, თავდამსხმელის განეიტრალების – ელისო კილაძე

ჟურნალისტს ელისო კილაძის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელის განეიტრალების შესახებ ბრძანებას სპეცრაზმი ელოდებოდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

კილაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში არ გარისკა

არ ყოფილა ისეთი ფაქტი რომ 7 საათი გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა მას ხელში. რაღაცა პერიოდის განმავლობაშ იყო ეს გახსნილი, მაგრამ შემდეგ არა

ჩვენ გვყავს პროფესიონალები, ჩვენ გვყავს ძალიან კარგად გაწვრთნილი შავნაბადას გაწვრთნილი რაზმი და იყო იქ რამდენიმე მომენტი როდესაც სპეცრაზმელი ელოდა ბრძანებას, თავდამსხმელის განეიტრალების. განეიტრალების და არა ლიკვიდაციის. იყო რამდენიმე მომენტი იქ, როდესაც შესაძლებელი იყო თავდამსხმელის განეიტრალება, მაგრამ ხელმძღვანელობამ არ გასცა ბრძანება- ამბობს კილაძე გადაცემა “დღის სტუმარში”

ელის კილაძე ამბობს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელს საქართველო არ დაუტოვებია და ვერსიები, რომ ის გამსახურდიასდროინდელ მებრძოლად გაასაღონ, რომელსაც სამეგრელოს ტყეებში ეძებენ, რეალურია.

შსს-ს დღევანდელ განცხადებაზე, სადაც უწყება წერს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მისი ფოტოების გავრცელებისგან მედიას თავშეკავებას ურჩევს, კილაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ყველგან უნდა გავრცელდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დააკავონ.

banner
წინა სტატიაშირამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი, ზუსტად ვიცით რომ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც