რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი, ზუსტად ვიცით რომ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, facebook-ით ეხმაურება და წერს:

რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი Nino Giorgobiani, ზუსტად ვიცით ჩვენც და ელისო კილაძემაც, რონ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ ცნობილი და გამოჩენილი შევარდნაძის დროინელი ჯალათის, სამხედრო პოლიციაში ირაკლი ალასანიას მიერ რატომღაც დაბრუნებული სერგო ჩაჩიბაის ხელით, და იმიტომ მალავთ მის დანაშაულში თანამონაწილეობას და აპრავებთ, რომ არჩევნებამდე არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს.
რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს: იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს სატყუარას გადავყლაპავთ. ნამდვილი ტერორისტის თვალები გვაქვს და თვალი თითის ანაბეჭდივით ერთადერთი და უნიკალურია. ასე რომ, თვალების სკანირებას გავაკეთებთ და შევადარებთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას. აღნაგობის და ბოდილეგვიჯის (მიხრამოხრა, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ) შედარებით და თვალების სკანირებით აუცილებლად დავადგენთ ნამდვილი დამნაშავე აიყვანეთ, თუ გვატყრუებთ, როგორც ხვიბლიანის შემთხვევაში- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისენაკში ჭადრაკის სახლი გაიხსნა
შემდეგი სტატიაიყო მომენტი, როდესაც სპეცრაზმელი ელოდა ბრძანებას, თავდამსხმელის განეიტრალების – ელისო კილაძე