ნიკა გვარამია: ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ ზუგდიდში, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს:

“ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც. იმის ფოტო და ვინაობაც გვაქვს, ვისი შემოტენაც უნდა სუსს, როგორც დამნაშავის – მეტრანახევარი წიწილივით კაცის :))) დამნაშვე ახალი წასულია სენაკის მეორე ბრიგადიდან. ხვიბლიანი რო შემთხვევით მოხვდა ბანკში, ეგ ისტორია რო მორჩა, იმედია ხვდებით. ასე რომ, მოვრჩით ჩვენ გამოძიებას, საქმე გახსნილია და გავასაჯაროვებთ შედეგებს. ახლა თვალის სკანირებას გავაკეთებთ შეცდომის სრულიად გამოსარიცხად, თუ ფოტომ მოგვცა ამის შესაძლებლობა. ტყუილად აღარ ეცადოთ ტყუილის გვაჭამოთ”, – წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიიყო მომენტი, როდესაც სპეცრაზმელი ელოდა ბრძანებას, თავდამსხმელის განეიტრალების – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო: ხვიბლიანებს სამართლებრივ დავაში დავეხმარებით