თამარ კინწურაშვილი: “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა „ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი”

“მედიის განვითარების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. კინწურაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების მიერ ძალადობის მიმართ არსებული დამოკიდებულების შედეგია.მისივე თქმით სამართალდამცავმა უწყებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს სისხლის სამართლის 154-ე მუხლი, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი. ერთის მხრივ ხელისუფლება არ სჯის მოძალადეებს, მეორეს მხირვ ან რიტორიკით ახალისებს, ან მისი ცალკეული წევრები როგორც ეს კორცხელის შემთხვევაში იყო, უშუალოდ მონაწილეობენ ძალადობის ორგანიზებაში,“-აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია : “მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა არის დაუშვებელი”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მოსახლეობის მოწამვლა იზმაილში სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია