იენს სტოლტენბერგი – ქართველი სამხედროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავღანელი ხალხის უსაფრთხო მომავლის მშენებლობაში

ქართველი სამხედროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავღანელი ხალხისთვის უსაფრთხო მომავლის მშენებლობისთვის. ისინი ჩვენც უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ, რისთვისაც მადლობას გიხდით, – ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა, ინეს სტოლტენბერგმა თბილისში, სტუდენებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, 40 წლის განმავლობაში ნატო ფოკუსირებული იყო კოლექტიურ თავდაცვაზე, ეს ნიშნავდა ტანკების განლაგებას დასავლეთ გერმანიის საზღვარს გასწრვის.

„1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა. “ცივი ომი” დასრულდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. “ცივი ომის” დასრულებით, ნატო ახალ ფაზაში გადავიდა, ჩვენი მისია განვითარდა კოლექტიური თავდაცვიდან კრიზისის მენეჯმენტამდე. ბალკანეთის კრიზისი და კოსოვოში ძალადობასა და გენოცდიში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-მ დაიწყო კრიზისების მართვა ჩვენს ტერიტორიებს გარეთ, რათა ომი არ გავრცელებულიყო ევროპაში და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს არ ჰქონოდა ადგილი. ეს ნატო-ს ახალი როლი, რომელიც ეხმაურებოდა ჩვენს ვალდებულებებს და ერთიან ღირებულებებს. 2001 წლის 11 სეტემბრის ტერიტორისტული თავდასხმების შემდეგ, ნატო-ს კვლავ მოუწოდეს მოქმედებისკენ. ნატო-მ და პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისია დაიწყო, რათა ეს ქვეყანა არ გამხდარიყო საერთაშორისო ტერორიზმის თავშეფარად. ამის შემდეგ საქართველოს დამხარებით ნატო მხარს უჭერს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ავღანეთს ამჟამად ჰყავს ძალიან ეფექტური უსაფრთხოების ძალები, რომლებიც 350 ათასს სამხედროს აერთიანებს.

„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს. თქვენ წლების განმავლობაში იბრძვით ნატო-ს სამხედობთან მხარი-მხარ ავღანეთში. თქვენ ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა სამხედროებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. თქვენი სამხედროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავღანელი ხალხისთვის უსაფრთხო მომავლის მშენებლობისთვის. ისინი ჩვენც უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ, რისთვისაც მადლობას გიხდით. ახლა ნატო თავისი ევლოუციიის მეოთხე და უმნიშველოვანეს ფაზას გადის. მას შემდეგ რაც საქართველომ 2008 წელს საქართველოში შიარაღებული ძალები გამოიყენა, რუსეთს კვლავ ჰყავს არასასურველი ჯარები მოლდოვაში, მან უკანონოდ მაოხდინა ყირიმის ანექსია, განახორციელა დესტაბილზიაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში მასობრივი სამხედრო წვრთნების გამართვით, რომელთა თვითმხიველები ახლახანს გავხდით”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, არსებობს დიდი გამოწვევებს სამხრეთიდან. ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” აღმოცენებით.

“ჩვენ ვხედავთ სირიის სამოქალაქო ომის სერიზულ ესკალაციას, ტერორისტულ თავდასხმებს ნატო-ს წევრ ქვეყნებში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ მიგრაციული კრიზისს. მსოფლიო იცვლება, უსაფრთხოების გარემო იცვლება და ნატო-ც უნდა შეიცვალოს და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ადაპიტირებას ვახორციელებთ ახალ გამოწვევებთან. ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ძალების რაოდენობას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლინეთში განვათავსებთ ოთხ მრავალეროვნულ ბატალიონს როტაციის პრინციპით, თითო ბატალიონს თითო ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაში. ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალებს სამხრეთ-აღმოსავლეთ, რაც გულისმხობს აქტივობებს რუმინეთში. ჩვენ გავაძლიერეთ საჰაერო ძალები შავი ზღვის რეგიონში. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას. ყველა ჩვენი ზომა არის თავდაცვითი და გამჭვირვალე და პასუხობს ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ არ გვსურს “ცივი ომი“. ჩვენ გვსურს კონსტრუქციული, გონივრული დიალოგი რუსეთთან. ჩვენ გვჯერა, რომ სანამ ნატო ძლიერია და აქვს ეფექტური შეკავების მექანიზმი, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გამართვა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : როგორც გამოკითხვები აჩვენებს , ყველაზე მეტი მხარდამჭერი “ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დროსა და მოთმინებას მოითხოვს