ბიძინა ივანიშვილი : როგორც გამოკითხვები აჩვენებს , ყველაზე მეტი მხარდამჭერი “ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, რომ გამოკითხვებით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი “ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს.

ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამეგრელოში არჩევნები 2012 წლის მსგავსად აღარ ჩატარდება და ძალადობა აღარ იქნება.

“ბრძოლა 2012 წელს გავიარეთ და იმედი მაქვს, ბრძოლის ნაცვლად ახლა კულტურულ არჩევნებს ჩავატარებთ. ზუგდიდში კორცხელის ინციდენტზე გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ის მანქანები, რომელშიც ხელკეტები იდო, კარგად ჩანდა. პროფესიონალები არიან პროვოკაციის დაგეგმვაში, “ქართულ ოცნებას” მართებს დიდი სიფრთხილე. კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი ამ არჩევნებზე, ისევე როგორც იყო 2012 წელს. სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პოლიციიდან მოდიოდა ძალადობა. ასეთი დღეს ღარ ხდება, თუმცა ფხიზლად უნდა იყოს თითოეული ამომრჩეველი“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ქართველი სამხედროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავღანელი ხალხის უსაფრთხო მომავლის მშენებლობაში