იენს სტოლტენბერგი – ბოლო პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია

ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვარიდებთ თავს რთულ დისკუსიებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში შემაშფოთებელია და ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში.

ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას დიალოგის გზით და აარიდებს თავს განხეთქილების რიტორიკას და ქმედებებს.

ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს – მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს