ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი რისკებზე მაღალია.

შესაბამისად, კომიტეტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს.

„ვაქცინათა უსაფრთხოების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურ მრჩეველთა კომიტეტი ყურადღებით აფასებს უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის ბოლო მონაცემებს და შესწავლის დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას საკუთარ დასკვნას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ბოლო პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია
შემდეგი სტატიარუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან