ICC-ის მთავარი პროკურორი უკრაინის გენპროკურორს კიევში შეხვდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორი კარიმ ხანი კიევში უკრაინის გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას შეხვდა.

ICC-ის ინფორმაციით, შეხვედრისას კარიმ ხანი და უკრაინის გენერალური პროკურორი პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას კარიმ ხანმა თქვა, რომ უკრაინა დანაშაულის ადგილია.

“ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში დანაშაულია ჩადენილი”,-თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცი აცხადებს, რომ კიევის გადაწყვეტილებამ, არ მიეღო გერმანიის პრეზიდენტი, დაბნეულობა გამოიწვია, თავად კი კიევში ჩასვლას ჯერ არ გეგმავს
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ოპოზიცია ცალკე გაემგზავრება