ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ კიევის გადაწყვეტილებამ, არ მიეღო გერმანიის პრეზიდენტი, დაბნეულობა გამოიწვია, თავად კი კიევში ჩასვლას ჯერ არ გეგმავს

ოლაფ შოლცი კიევში ვიზიტს ჯერ არ გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ის იმყოფებოდა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

მისი თქმით, ხშირი კონტაქტი აქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტელეფონით, თუმცა ახლა კიევში ვიზიტს არ გეგმავს.

„ძნელად თუ მოიძებნება სახელმწიფო ან მთავრობა, რომელსაც ჩემთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი აქვს“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კიევის გადაწყვეტილებამ არ მიეღო გერმანიის პრეზიდენტი მასში დაბნეულობა გამოიწვია და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, კიევს მიეღო ის.

ასევე ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ გერმანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას აწვდიდნენ, აწვდიან და მომავალშიც მიაწვდიან იარაღს. მისი თქმით, უკრაინასთან ერთად შეადგინეს სია, რომელი იარაღის მიწოდება იქნება შესაძლებელი მათი მარაგებიდან.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია
შემდეგი სტატიაICC-ის მთავარი პროკურორი უკრაინის გენპროკურორს კიევში შეხვდა