ჯამალ ჰაშოგის საცოლემ უარი თქვა ტრამპთან შეხვედრაზე

საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საცოლემ, ხატიჯე ჯენგიზმა მოითხოვა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობაშია გარეული.
მისი თქმით, ჟურნალისტს 2 ოქტომბერს არ ეშინოდა საკონსულოში შესვლის. 2 ოქტომბრამდე ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში 28 სექტემბერსაც იყო, ეს შეხვედრა პრობლემების გარეშე დასრულდა, ამიტომ ორ ოქტომბერს ხაშოგი არ თვლიდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა საკონსულოში.

“ყველა, ვინც ოდნავ მაინც გარეულია ამ საქმეში, უნდა დაისაჯოს” -განაცხადა ხატიჯე ჯენგიზმა – ”
მისი განცხადებით, ის მზად არ არის დონალდ ტრამპის მოწვევა, თეთრ სახლში ვიზიტის შესახებ, მიიღოს, რადგანაც თვლის, რომ ამერიკის პრეზიდენტს, ამდაგვარად, საკუთარი რეიტინგის აწევა სურს.

დღესვე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა საუდის არაბეთისგან მოითხოვა ხაშოგის მკვლელობის საქმის დეტალები გაასაჯაროვონ.
“მათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავეს. მათ იციან ვინ მოკლა ჟურნალისტი და ზუსტად ეს უნდა თქვან. აუცილებელია, ასევე, დაასახელონ ადგილობრივი თანამზრახველი და ის პირი, ვინც 15 ადამიანს ბრძანება მისცა (საუბარია საუდელ სპეცსამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდნენ სტამბოლში) და, ასევე, სად არის ცხედარი? ეს უნდა ახსნან” – განაცხადა ერდოღანმა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ჯამალ ხაშოგის უფროსმა შვილმა, სალახ ხაშოგიმ საუდის არაბეთი დატოვა და აშშ-ში საკუთარ ოჯახთან ჩავიდა. მანამდე მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა იმის გამო, რომ მამამისი საუდის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ასევე, გავრცელდა ფოტო, სადაც სალახ ხაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა, რომელმაც მამის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაში“იბერიის” მაუწყებლობის აღდგენა დგას ისევ დღის წესრიგში – “ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერი
შემდეგი სტატია,,სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმაზე, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა”