„იბერიასთან“ დაკავშირებით აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით, „აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი“.

ასე ეხმაურება ვოლსკი განვითარებულ მოვლენებს და ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.

„როდესაც ვითარებას აფასებ, მათ შორის „იბერიასთან” დაკავშირებით, აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა პროცესი: “ომეგას” ვალი სულ ექვსი მილიონი ლარი ჰქონდა და აშკარად გვატყუებდნენ, ოქუაშვილი და „ნაცმოძრაობა“, რომ ამის გადავადებაში ოთხ მილიონ ლარს სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ, მილიარდობით დოლარის ინვესტიციას და ჰუმანიტარულ აქციას ახორციელებს ქვეყანაში, სარგებლის მიღების გარეშე. ან ვის შეიძლება გასჩენოდა „იბერიის” წართმევის სურვილი და რატომ?! არაერთი შეღავათი დაუშვა ხელისუფლებამ „ომეგას” მიმართ და ოქუაშვილმა მაინც შანტაჟი არჩია; ამ ადამიანმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყიფიანსაც პარტნიორების „გადასაგდებად” იყენებდა; ბოლოს ტელევიზიაზე ხარჯების დაზოგვაც გადაწყვიტა და არც აქედან უნდა პოლიტიკური სკანდალის გარეშე გამოსვლა, რაც არ უნდა საოცარი იყოს მისი დამარბეველი სააკაშვილის ხელშესაწყობის მიზნით. პრაქტიკულად მასვე დაახურინა ტელევიზია, უკვე მეორედ. ჟურნალისტების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი“, – წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურმა მაუწყებლობა შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიკახა ქემოკლიძე: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში შსს-ს პროგრესს პოზიტიურად აფასებს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით გაიღვიძა